შიმშილობის მეოთხე დღე

18 დეკემბერი 2022, 17:55 566 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' მოშიმშილე დეპუტატები ექიმმა მოინახულა. მედიკოსის თქმით, მათი ჯანმრთლობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის  სტაბილურია.

დღეს შიმშილობის მე-4 დღეა. პროტესტის  უკიდურეს ფორმას ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით 4-მა დეპუტატმა მიმართა, თუმცა აბდულა ისმაილოვს  შიმშილობის შეწყვეტა  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოუწია.

უმრავლესობის წევრისთვის  ბექა ოდიშარიასთვის  გაუგებარია თუ რატომ  შიმშილობენ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, მაშინ როცა თავად მიხეილ სააკაშვილი ლუქს პალატაში იმყოფება და მისთვის სასურველ საკვებს მიირთმევს. შიმშილობას ანა წითლიძე, დავით კირკიტაძე და თემურ ჯანაშია აგრძელებენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი