სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხი - შეწავლა დაწყებულია

15 დეკემბერი 2022, 14:11 398 ნახვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გუშინ პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების საკითხის შესწავლა დაიწყო. ამისთვის კი როგორც განცახდებაშია ნათქვამი, კანონით დადგენილ ვადას გამოიყენებენ.  

სამართლებრივ რეაგირებას  მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში  სთხოვს უწყებას  სახალხო დამცველის აპარატი. აქ ფიქრობენ, რომ  კადრების გავრცელებით საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილება, ისევე როგორც ამ გადაწყვეტილების პროპორციულობა და ადეკვატურობა ვერ დასტურდება.   

მიაჩნიათ, რომ გამოქვეყნებული კადრები  ეჭვქვეშ აყენებს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოზების ნამდვილობას.  საკმაოდ ვრცელ განცახდებაში ასევე  ნათქვამია, რომ დაუშვებელია სამედიცინო მდგომარეობის პატიმრის წინააღმდეგ გამოყენება.

ომბუდსმენის აპარატის შეფასებით,   მითითებული თარიღების მიხედვით ჩანაწერების უმრავლესობა  ოქტომბრის დასაწყისში ან წინა პერიოდშია გადაღებული. სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით  კი,  ექსპრეზიდენტის   ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა სწორედ ოქტომბერ-ნოემბერში.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში