ბათუმში თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება

16 მაისი 2016, 00:00 4372 ნახვა

ზაფხულში ბათუმი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივ მინისტერიალს უმასპინძლებს. თინა ხიდაშელმა აზერბაიჯანში, საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა აღნიშნეს, სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება, ყურადღება გაამახვილეს სამხედრო განათლებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობაზე. ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. 

ამავე კატეგორიაში