პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს პოტენციური დამსაქმებლები შეხვდნენ

12 დეკემბერი 2022, 14:26 933 ნახვა

დასაქმების ფორუმი გაიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალში. შეხვედრაში  ქართული და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა სტუდენტებს, მიმდინარე ვაკანსიები, დასაქმებისა და სტაჟირების  შესაძლებლობები გააცნეს. შეხვედრის მეორე ნაწილი პირისპირ გასაუბრებებსაც მოიცავდა.

დასაქმების ფორუმის მიზანი სტუდენტების დასაქმება, აკადემიური და ბიზნეს წრეების დაახლოებაა.

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი