გრიპი, რესპირაციული ვირუსები და კოვიდ-19 – საქართველოში ახლა ერთდროულად სამი ტიპის ვირუსი ცირკულირებს. სიმპტომები თითქმის იდენტურია.
რისკ-ჯგუფებში კი ისევ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები და ასაკოვანი ადამიანები არიან, ასევე სეზონური ვირუსები ადვილად ვრცელდება ბავშვებში.
მაღალი ტემპერატურა, ხველა, კუნთების ტკივილი, ფაღარათი და გულისრევის შეგრძნება - ეს ის სიმპტომებია, რომელიც ინფიცირებულ მოქალაქეებშია გავრცელებული.
მსგავსი სიმპტომებით მიმართვიანობა გაზრდილია საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში, კლინიკის დირექტორის ინფორმაციით სეზონურ ვირუსებთან დაკავშირებით მიმართვიანობა ოქტომბრიდან დაიწყო და პიკს ნოემბრის ბოლოს დეკებრის დასაწყისში მიაღწია, ძირითადად ადენოვირუსი და რინოვირუსია გარცელებული.
სპეციალისტების ინფორმაციით გასული წლებისგან განსახვვებით ვირუსი გართულებული ფორმით ვლინდება, ვინაიდან მუტაცია განიცადა.
ექიმები, მოქალაქეებს ესაბამისი სიმპტომატიკის გამოვლენის შემთხვევაში თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ, ასევე გასცემენ პირბადის ტარებისა და ვაქცინაციის რეკომენდაციებს.