ჯამბულატ ხოფერია სამხედრო პატივით დაკრძალეს

10 დეკემბერი 2022, 14:03 514 ნახვა

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი, ჯამბულატ ხოფერია მშობლიურ მხარეში, გურიაში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ქართველი მეომარი საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, მკურნალობის შესაბამისი კურსიც გაირა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ჯამბულათ ხოფერია საავადმყოფოში გარდაიცვალა.

25 წლის მებრძოლი სამხედრო მოქმედებებში პირველივე დღიდან იყო ჩართული. უკრაინაში იბრძოდა მისი მამაც.

გადმოსვენებამდე, ჯამბულატ ხოფერიას პანაშვიდი, კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გაიმართა.

ოჯახის ინფორმაციით, მას ბიძის გვერდით დაკრძალავენ, რომელიც 25 წლის ასაკში, აფხაზეთის ომში დაიღუპა. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 34 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი