ვლადიმერ პუტინი აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების მორიგ გაცვლას არ გამორიცხავს

10 დეკემბერი 2022, 11:05 575 ნახვა

ვლადიმერ პუტინი აშშ-სა და რუსეთს შორის სხვა პატიმრების გაცვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ყირგიზეთში, ევრაზიულ ეკონომიკურ საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

პუტინის თქმით, გაცვლის პროცესი  მოლაპარაკებებისა და კომპრომისების ძიების შემდეგ გადაწყდება. ცნობისთვის, ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის გათავისუფლების სანაცვლოდ, აშშ-მა რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი გადასცა.

ამ დრომდე რუსეთის პატიმრობაში რჩება ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, მას ჯაშუშობის ბრალდებით 16 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი