მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს - მიხეილ სააკაშვილი

08 დეკემბერი 2022, 17:16 504 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი აქვს - ამის შესახებ ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ხელწერილში, რომელიც სააკაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას! მიყვარხართ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო 9 დეკემბერს იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული. მოსამართლე გიორგი არევაძე მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას განიხილავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი