უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ პროცესი 3 თებერვლისთვის გადადო. მიზეზად კი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის საქმის მასალების არასრული გადაგზავნა დასახელდა.