გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინაში 7 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, კვლავ არსებობს რუსეთის სარაკეტო დარტყმის საფრთხე უკრაინის ენერგოსისტემის ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმა 15 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს და მოწინააღმდეგის 6 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს.