მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო 9 დეკემბერს ჩაინიშნა

06 დეკემბერი 2022, 16:51 405 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო პარასკევს, 9 დეკემბერს იმსჯელებს.  სასამართლოზე ადვოკატების შუამდგომლობას განიხილავენ, რომლებიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ.

შუამდგომლობა სასამართლოში ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პირველ დეკემბერს შეიტანა. საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. 

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი