რუსეთი არ არის დაინტერესებული უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე, ამიტომ ბრაზი უკრაინის მოქალაქეებისკენ მიმართა.
ბლინკენის განცხადებით, მას შემდეგაც კი, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულა“ წარადგინა, პუტინმა აგრესიის მასშტაბები გაზარდა.