მაღალი სიცხე, ხველა, სისუსტე, თავისა და ყელის ტკივილი - რესპირატორული ვირუსული ინფექციებისთვის დამახასიათებელი ამ სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებებს ყოველდღიურად არაერთი მოქალაქე აკითხავს.
ინფექციონისტების განმარტებით, ვირუსული ინფექციების მზარდი რიცხვი დეკემბრისთვის დამახასიათებელია.
მედიკოსების ინფორმაციით, რისკ-ჯგუფი მცირეწლოვანი ბავშვები და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არიან.