ფესტივალი „მომავლის ვარსკვლავები“ მიმდინარეობს ბათუმის ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში.
მონაწილეობენ ნორჩი ვირტუოზები სხვადასხვა რეგიონიდან და ბათუმის სამუსიკო სკოლის სიმფონიური ორკესტრი. მონაწილეობას მიიღებენ იზმირის საერთაშორისო კონკურსის პრიზიორებიც.
კვირის განმავლობაში ჩატარდება როგორც კონცერტები და გალა - კონცერტი ინდივიდუალური პროგრამით.
ფორტეპიანოსა და კლასიკურ ვოკალში მასტერკლასები გაიმართება.
პროგრმის ორგანიზატორებისა და მონაწილეების განცხადებით ფესტივალი ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების წარმატებას უწყობს ხელს.
ფესტივალი 6 დეკემბერს დასრულდება.