რომან დოლიძემ UFC-ში ზედიზედ მესამე ბრძოლა ნოკაუტით მოიგო

04 დეკემბერი 2022, 10:48 441 ნახვა

ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC-ში ზედიზედ მესამე ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა.

დოლიძემ UFC-ში მე-7 ბრძოლა საშუალო წონის რეიტინგის მე-8 ადგილოსან ჯეკ ჰერმანსონთან გამართა და მეტოქე მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. 
ორთაბრძოლა  თანაბრად დაიწყო, თუმცა მეორე რაუნდში ჰერმანსონმა დოლიძე პარტერში გადაიყვანა, რაც ნორვეგიელისთვის საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდა.

ქართველის მიერ  განხორციელებული მძიმე დარტყმების შემდეგ მსაჯმა შეხვედრა შეაჩერა და ვადამდელი გამარჯვება რომანს დარჩა.
მომავალ კვირაში დოლიძე საშუალო წონის დივიზიონის რეიტინგის ტოპ 10-ში იქნება.

UFC-ში რომანს 6 გამარჯვება და 1 მარცხი  დაუგროვდა, აქედან კი  4 ბრძოლა ნოკაუტით მოიგო.
ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ დოლიძემ ოქტაგონზე მიცემულ ინტერვიუში რომან დოლიძემ  დაუმარცხებელი ხამზატ ჩიმაევი  გამოიწვია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში