ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა თორნიკე რიჟვაძემ აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრიც ესწრებოდა. ფიქრათ მამადოვი საქართველოში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება, რომელიც ბათუმში წელს პირველად იმართება. ინფორმაცია და ვიდეო მასალა აჭარის მთავრობამ მოგვაწოდა.