ეუთო-ს 29-ე მინისტერიალი

01 დეკემბერი 2022, 17:33 528 ნახვა

ეუთოს მინისტერიალი და განცხადებები - წელს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა  არაერთი ძალისხმევის მიუხედავად, აირჩია ძალადობა დიალოგისა და თანამშრომლობის ნაცვლად. ეს არ არის ამ ორგანიზაციის ჩავარდნა, ესაა ერთ-ერთი წევრის ღალატი – ამის შესახებ ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ჰელგა მარია შმიდტმა პოლონეთის ქალაქ ლოძში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა შეარყია ნდობა საერთაშორისო წესრიგისადმი და მას კატასტროფული შედეგი მოაქვს უკრაინისთვის, მისი მეზობლებისთვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი