არ არიან ესენი ლობისტები, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავეთ - გიული ალასანია

01 დეკემბერი 2022, 13:44 653 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია უარყოფს ინფორმაციას ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ და ამბობს, რომ დაიქირავა მხოლოდ იურიდიული კომპანია.

მისივე განმარტებით, კომპანიას ჯერ მუშაობა არ დაუწყია. 

"იმისთვის, რომ უფრო დამაჯარებელი იყოს ის დიაგნოზები, რომელიც ჩვენ ისედაც გვქონდა ჩვენი სპეციალისტებისგან, მოხდა ამ კომპანიის დაქირავება და შემდეგ მათი მეშვეობით უკვე ძალიან ცნობილი სპეციალისტების, ექიმების ასევე შემოყვანა. არ ამუშავებულა ჯერ ეს კომპანია, არ ვიცი, ვნახოთ, რას გააკეთებენ. ელემენტარული, ინფორმაციის გავრცელება იქნება.

ლობისტია ბატონი ხაჭაპურიძე? რატომ არიან ესენი ლობისტები, ვინ დაარქვა ამათ ლობისტები? არ არიან ესენი ლობისტები, ეს არის იურიდიული კომპანია, რომელიც დავიქირავეთ," - აცხადებს გიული ალასანია.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად უცხოური პიარ კამპანია დაიქირავეს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ მიიღო ინფორმაცია, გიული ალასანია აფორმებდა კონტრაქტს ლობისტურ კომპანიასთან, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, გაუწიოს პიარკამპანია სააკაშვილის გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი