ომი დასრულდება თუ უკრაინა გაიმარჯვებს, ან რუსეთი ისურვებს - ზელენსკი

01 დეკემბერი 2022, 11:17 434 ნახვა

ომი დასრულდება  მაშინ, როცა უკრაინა გაიმარჯვებს, ან როცა ამას რუსეთი ისურვებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ნიუ-იორკ-თაიმს დილბუკის სამიტზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი ამ ნაბიჯს მხოლოდ მაშინ გადადგამს, როცა იგრძნობს, რომ სუსტია, იზოლირებულია და არ ჰყავს პარტნიორები.  სწორედ ამიტომ, მისი თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა. ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში  ომი სხვა ტერიტორიებზე და შესაძლოა სხვა კონტინენტებზეც გავრცელდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა  მადლობა გადაუხადა პარტნიორებს უკრაინისა და უკრაინელების  დახმარებისა და მხარდაჭერისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ თავშესაფარი ეთხოვათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 

ზელენსკის თქმით, ამ ომის ღირებულება, უპირველეს ყოვლისა, იზომება უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლით, რადგან ისინი იბრძვიან თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი