ირმა შარიქაძის „აჭარული მზითვის ფერი“ წლის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დასახელდა

30 ნოემბერი 2022, 19:34 915 ნახვა

ირმა შარიქაძის ფილმი აჭარული ნაქარგობის შესახებ "აჭარული მზითვის ფერი", ცნობილი პარიზის მოდის ფილმების ფესტივალზე წლის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დასახელდა. ირმა შარიქაძის დოკუმენტური ფილმი, რომლის გადაღებას წინ უძღოდა ექსპედიცია მაღალმთიან აჭარაში და საავტორო პუბლიკაცია ჟურნალ National Geographic საქართველოში, წარმოადგენს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სრულიად უცნობი თემის, აჭარული ნაქარგობის პროექტის შემადგენელ ნაწილს, რომელსაც ფილმის ავტორი 2019 წლიდან იკვლევს. ფილმის ავტორი გვიყვება მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალების ხელსაქმის შესახებ, რომელიც არა მარტო აჭარის, არამედ ქვეყნის კულტურული ტრადიცია და საგანძურია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი