მაღალი ტემპერატურა, ხველა, კუნთების ტკივილი, ფაღარათი და გულისრევის შეგრძნება - ეს ის სიმპტომებია, რომელიც ინფიცირებულ მოქალაქეებშია გავრცელებული. რისკ-ჯგუფშია 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
მსგავსი სიმპტომებით მიმართვიანობა გაზრდილია იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო დახმარების ცენტრში.
ჰოსპიტალს დღის განმავლობაში 100 -ზე მეტი პაციენტი მიმართავს, მათგან 30 პროცენტი სამკურნალოდ სტაციონარში რჩება. პედიატრი მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.