ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 2 კი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ბათუმის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს ბინაზე მალევე გაწერეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.