კაცი, რომელმაც მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა. ის ქუთაისში დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა, 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
თავიდანვე კლინიკაში განმარტავდნენ, რომ მდგომარეობა იყო მძიმე, ლეონიდე ზვიადაძემ, სავარაუდოდ, შურისძიების მიზნით, ყოფილ მეუღლეს ცეცხლი წაუკიდა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.