ნინო დათაშვილის საქმის არსებითი განხილვის პროცესი გადაიდო

08 სექტემბერი 2025, 13:54 117 ნახვა

მანდატურზე თავდასხმისთვის დაკავებული მასწავლებლის საქმის არსებითად განხილვა გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი ბრალდებულის, ნინო დათაშვილის სხდომათა დარბაზში გამოუცხადებლობა გახდა.

ადვოკატის ინფორმაციით, პედაგოგს  ხერხემლის პრობლემები აქვს, გადაადგილება უჭირს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. 

დღევანდელ სხდომაზე  მხარეებს წერილობითი მტკიცებულებები უნდა  გამოიკვლია.

დათაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 სექტემბერს განახლდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი