ლევან ნატროშვილის სასამართლო

08 სექტემბერი 2025, 19:51 116 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ნატროშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

საქმე ე.წ. საბოტაჟის მცდელობას ეხება, რომლის ფარგლებშიც პროკურატურამ ლევან ნატროშვილი გამოკითხვაზე მოწმის სახით დაიბარა.

ნატროშვილის განცხადებით, პროკურატურას აინტერესებდა რა იყო მათი როლი საპროტესტო აქციებში და აორგანიზებდნენ თუ არა, ისინი აქციებს.  

ნატროშვილის თქმით, პროკურატურა აღნიშნული გამოძიებით ცდილობს გაამართლოს სამოქალაქო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი