ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ საჯარო მოხელეს პატიმრობა შეეფარდა

07 სექტემბერი 2025, 20:01 109 ნახვა

საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს პატიმრობა შეუფარდა.პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად გიორგი კაპანაძემ და თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ გალავანში მდებარე, 2 ჰექტარი ფართობის, ორი მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის სანაცვლოდ, რწმუნებულის მოადგილემ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 400 ათასი დოლარი მოსთხოვა. უწყებამ გაავრცელა ფარული ჩანაწერებიც, სადაც ჩანს, რომ გიორგი კაპანაძე უცხო პირს დიდი ოდენობის ქრთამს ართმევს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი