თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გელა უძილაურის პროცესია ჩანიშნული. სასამართლო გახმაურებული მკვლელობის საქმის არსებითად განხილვას 14 საათზე დაიწყებს. ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ექვსი პირია პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის ძმები დავით და გიორგი მიქაძეები. მათ მკვლელობის შეკვეთას ედავებიან.
გამოძიების ვერსიით, ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდათ მკვლელობის დაგეგმვის მოტივიც ეს იყო.
გარდა ამისა, ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას ედავება პროკურატურა გიორგი კაჭკაჭიშვილს, ხოლო მამუკა ბაღდავაძეს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის აქვს წაყენებული. ბიზნესმენი 14 მარტს ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს.
მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაური დუმილის უფლებას იყენებს.