„ინციდენტი“ – ბათუმელი სტუდენტების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმით განახლდა ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი „lemon“-ის მორიგი საკონკურსო დღე. კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები.
კინოჩვენებები ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში იმართება. ფესტივალს ორი საკონკურსო სექცია აქვს, შესაბამისად სტუდენტურ და სადებიუტო ფილმებს ორი საერთაშორისო ჟიური შეაფასებს.
სულ 47 ფილმს უჩვენებენ. კინოფესტივალში 25 ქვეყანა მონაწილეობს.