შემეცნებით-საგანმანათლებო აქტივობა სასკოლო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში

25 ნოემბერი 2022, 14:20 742 ნახვა

საყმაწვილო,  სასკოლო თეატრალური  ფესტივალის რიგით მეთორმეტე სპექტაკლის პრემიერა გაიმართა დღეს, ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე. 

გურამ პეტრიაშვილის “თეთრი ზღაპარი“ ხელვაჩაურის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა წარმოადგინა. ფესტივალში მონაწილე მოსწავლეები ტრადიციულად სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს.   

„პირველი ავტოგრაფის“ პროგრამაში კიდევ სამი საკონკურსო სპექტაკლია.

კვირას, 27 ნოემბერს კი ფესტივალის საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართება,  რომელზეც   ჟიური სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს დაასახელებს.     

ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის დასრულების შემდეგ საპრემიერო ჩვენებები არასაკონკურსო პროგრამით გაგრძელდება. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი