ტურისტული სერვისის გაუმჯობესების მიზნით მიმტანების მუშაობის ძირითადი პრინციპების, სასტუმროებსა და კვების ობიექტებში გაყიდვების მართვის, ასევე ადმინისტრატორ-რესეფშენისტების საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით ტრენინგები განახლდა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმტანები გადამზადდებიან და გაეცნობიან რესტორნის სტრუქტურას, მომსახურების თანმიმდევრობას, კომუნიკაციის ფსიქოლოგიასა და კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების ალგორითმსაც.