ქვეყანაში ე.წ. ჰონკონგის ვირუსი ცირკულირებს - პიკი ჯერ წინ არის

19 ნოემბერი 2022, 12:01 4886 ნახვა

წელს სეზონური გრიპის შემთხვევების მატება ძალიან ადრე დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას აკეთებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. მისი თქმით გრიპის ვირუსის შემთხვევები დეკემბერ-იანვარში პიკს მიაღწევს.

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მონაცემებით,  პანდემიის დროს ჩატარებული ეპიდსაწინააღმდეგო ქმედებების გამო მოსახლეობის უმეტესობამ დაკარგა გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულები და ამის გამო  შესაძლებელია სეზონური ვირუსის გააქტიურება.

ამჟამად საქართველოში გავრცელებულია ე.წ. ჰონკონგის H-3 N-2 ვირუსი და  ასევე 2009-10 პანდემიის H-1 N-1 ვირუსის შემთხვევები.

ზოგადი მონაცემებით გრიპის ვირუსის კორონავირუსისგან განსხვავება ძნელია, თუმცა მკურნალობა მათზე განსხვავებულია. სეზონური გრიპი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი