საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

17 ნოემბერი 2022, 15:53 383 ნახვა

საქართველოს პარლამენტში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, დღეს ხელი მოეწერა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტსა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მხრიდან კი მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ სისაკ გაბრიელიანმა.

ელისო ბოლქვაძის შეფასებით, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება კიდევ უფრო ახალ დონეზე აიყვანს ორ კომიტეტს შორის საპარლამენტო თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს კულტურული კავშირების გაღრმავებას, რეგიონში  უსაფრთხოების განმტკიცებას და სამშვიდობო პროცესების გააქტიურებას.

საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი ესწრებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი