14-15 ნოემბერს თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მოზარდ მოფარიკავეთა შორის დაშნაში, წარმატებით იასპარეზეს ქობულეთის ფარიკაობის კლუბ “აჭარის ჩემპიონების” მოფარიკავეებმა.
12-წლამდე ვაჟთა შორის ჩემპიონი დანიილ ტარასკინი გახდა, რომელმაც 14-წლამდელებშიც იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიგო.
ამავე ასაკში ელისეი ანდრეევმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 10 წლამდე ვაჟთა შორის ვიცე-ჩემპიონი გახდა ლევან დიასამიძე, ამავე ასაკის გოგონაშა შორის კი მესამე ადგილზე ალისისა ტარაბაევა გავიდა.