ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს

15 ნოემბერი 2022, 14:07 240 ნახვა

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2023 წელს ავსტრალიის ვიზას მიიღებს, რაც ნოვაკს იანვარში გასამართ "Australian Open"-ზე გამოსვლის შესაძლებლობას მისცემს - ინფორმაციას ამის შესახებ "The Guardian"-ი ავრცელებს. 

წყაროს ინფორმაციით, ავსტრალიის იმიგრაციის ახალი მინისტრი ენდრიუ ჯაილსი ნოვაკ ჯოკოვიჩზე ვიზას გასცემს, მიუხედავად იმისა, რომ წინა ხელისუფლებამ სერბს ქვეყანაში შესვლა სამი წლით აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვარში ნოვაკი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებაზე უარი განაცხადა, ის ჯერ საიმიგრაციო იზოლატორში მოათავსეს, შემდეგ ავსტრალიის ვიზა გაუუქმეს, ბოლოს კი მისი ქვეყნიდან დეპორტაცია მოხდა.

ამავე მიზეზით, ჩოგბურთელმა ასევე კიდევ ერთი დიდი სლემის ტურნირი, აშშ-ის ღია პირველობაც გამოტოვა, 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობა 16-29 იანვარს გაიმართება.

დიდი სლემის" ტურნირების 21-გზის გამარჯვებულს ნოვაკ ჯოკოვიჩს, ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში 9-ჯერ აქვს მოგებული, რაც ყველა დროის რეკორდია.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი