კალათბურთში აჭარის თასის გათამაშება დასრულდა

15 ნოემბერი 2022, 10:18 885 ნახვა

ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა აჭარის კალათბურთის ფედერაციის თასის გათამაშება 15-წლამდე ასაკის კალათბურთელთა შორის. ტურნირში თბილისის „ორბი“, „ქუთაისი“ და ბათუმის ორი გუნდი მონაწილეობდა.  

ტურნირის გამარჯვებული  ბათუმის პირველი გუნდი გახდა,  რომელმაც ბოლო საშეჯიბრო დღეს „ქუთაისი“ 83:51 დაამარცხა,  ბათუმის მეორე გუნდმა თბილისის „ორბს“ 80:34 მოუგო და მეორე ადგილზე გავიდა. „ქუთაისმა“ და „ორბმა“, შესაბამისად, მესამე-მოეთხე ადგილები გადაინაწილეს.

თავიანთი გუნდების საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ: ორბი - თემო სვანიძე, ქუთაისი-თორნიკე ჭოხონოლიძე; ბათუმი-2 ბაჩო ბალაძე; ბათუმი-1 ნიკოლოზ ოჩხიკიძე. ტურნირის MVP  ბათუმელი დიანის გრიგორიანი გახდა.  

გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი