უკრაინელების მიერ ხერსონის დაბრუნებას "არაჩვეულებრივ გამარჯვებად აფასებს" ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი. ჯეიკ სალივანის განცხადებით, ხერსონში გამარჯვებას ფართო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსული ჯარების მდინარის გაღმა განდევნა ნიშნავს, რომ შემცირებულია საფრთხე ისეთი ადგილებისთვის, როგორიცაა ოდესა და შავი ზღვის სანაპირო.