უპრეცედენტოა, როცა ევროპარლამენტარები ოფიციალურ წერილებს აგზავნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე, სადაც მოთხოვნილია ნიკა გვარამიას გათავისუფლება და პოლიტიზებული სასამართლო საქმეების დასრულება“ - ასე ეხმაურებიან საქართველოში პარტია „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას.
სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ეს არის “ სამი პარტიის - „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი- მეტი თავისუფლების“ და „დროას“ ევროპელ კოლეგებთან სისტემური მუშაობის შედეგი.
ალდეს მიერ გავრცელებულ განცხადებას მმართველ პარტიაშიც აფასებენ. მიაჩნიათ, რომ სასამართლო სისტემის პატივისცემის აუცილებლობაზე და არამეგობრულ განწყობაზე საუბრობს.