რუსებმა ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაცია შეწყვიტეს

10 ნოემბერი 2022, 10:25 547 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეწყვიტეს. „დაზუსტებული ინფორმაციით, ხერსონიდან  მოსახლეობის  ე.წ. ევაკუაცია მსურველთა არ არსებობის გამო შეწყვეტილია.

ქალაქში საოკუპაციო ხელისუფლებამ ხელფასების და სოციალური დახმარებების  გაცემა შეწყვიტა“ – აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში. 

ამას გარდა, დროებით ოკუპირებულ  ყირიმის ქალაქ ჯანკოიში, ოკუპანტებმა  სამოქალაქო საავადმყოფო სამხედრო ჰოსპიტლად გადააკეთეს.  იქ  800-მდე დაჭრილი  ოკუპანტი იმყოფება.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა  ბოლო დღის განმავლობაში საოკუპაციო ძალების პოზიციებზე 6 იერიში მიიტანეს და სხვადასხვა მიმართულებით ირანული შაჰიდის 5 და ორლანის ტიპის  3 დრონი ჩამოაგდეს.

თავის მხრივ, რუსული საოკუპაციო ჯარი განაგრძობს უკრაინის ქალაქებზე საჰაერო თავდასხმებს - ბოლო ერთი დღის განმავლობაში უკრაინის 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიბომბა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი