პერფომანსი „კორუფციის გამოფენა“ მოაწყო თბილისის მერიის წინ პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა. მათ ადგილზე ბანერები მიიტანეს. ისინი თბილისის მერს და ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციაში ადანაშაულებენ.
მოძრაობა „შეცვალეს” წევრის განცხადებით, 10-მდე ორგანიზაცია სამომავლოდ ერთობლივი აქცია-პერფომანსის გამართვას გეგმავს.