 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            გალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“, ინფორმაცია მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ახალგაზრდა ქალი უკვე მესამე დღეა უკანონო პატიმრობაშია. ოჯახის წევრებმა დაკავების ზუსტი მიზეზი არ იციან. იგი მაშინ დააკავეს, როდესაც ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            