ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა კლიმატის 27-ე საერთაშორისო კონფერენციაზე

08 ნოემბერი 2022, 17:32 661 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილება გამოწვევად იქცა და სახელმწიფოთა ლიდერები პასუხისმგებელი არიან კაცობრიობისა და მომავალი თაობებისთვის გამოსავლის პოვნაზე. პრემიერის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა გააჩნია და მისი 85 პროცენტი განახლებად წყაროებზე მოდის. ღარიბაშვილის განცხადებით, ამ წილის შემდგომი ზრდა საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტია.გაერო-ს ყველა წევრი სახელმწიფოს სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობა, სუვერენული თანასწორობა და ღირსების პატივისცემა არის თავად გაერო-ს და ამ ორგანოს მუშაობის ფუნდამენტური პრინციპი. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი