მეწყრული პროცესები ქედაში

01 ნოემბერი 2022, 14:27 437 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტში ხუთ ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. მიწის  მასა ჩამოწვა ბელტური- დავითაძეების, გობრონეთი- ზედა გობრონეთის, მერისი-გუნდაური-ჭალათისა და წონიარისი-აბუქეთა-ნაომვალის მიმართულებით საავტომობილო გზებზე. ამ ლოკაციებზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. უწყებაში ამბობენ, რომ პროცესი დღის ბოლომდე დასრულდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში