ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი გაერთიანებულ საამიროებში

31 ოქტომბერი 2022, 19:56 778 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს, რასაც მოწმობს ბოლო წლებში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები. გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. ხაზი გაესვა ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სფეროში არსებული დიდი პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის 2022 წლის 9 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 84% ით გაიზარდა და 190 მლნ დოლარამდე შეადგინა.

სოფო ხელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში