სეზონური ვირუსები

31 ოქტომბერი 2022, 14:50 795 ნახვა

გასულ წელთან შედარებით წელს რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევების მატებას პროგნოზირებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი. ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ზამთრის ნაცვლად პიკი გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში დაფიქსირდა, რაც იშვიათობაა და, მისი განმარტებით, ასეთი ცვლილება კორონავირუსმა გამოიწვია. რაც შეეხება ოქტომბერს, ამბობს, რომ თვის დასაწყისში გრიპის მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო სამი კვირაა კი არცერთი. მონიტორინგის დროს საქართველოში ასეთი მაჩვენებელი არასდროს ყოფილა. ასევე, აგვისტოში გრიპის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ასევე უიშვიათესი შემთხვევაა. ინფექციონისტი მოსახლეობას მოუწოდებს გრიპის ვაქცინა ნოემბრის დასაწყისში ჩაიტარონ.

სოფო ხელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში