ბათუმის მერიასა და საკრებულოში ხელფასების ზრდა იგეგმება - ენმ-ის პროტესტი

29 ოქტომბერი 2022, 11:31 657 ნახვა

ბათუმის მერიასა და საკრებულოში ხელფასების გაზრდა იგეგმება. ამ საკითხზე საკრებულომ გადაწყვეტილება ორშაბათს დაგეგმილ სხდომაზე უნდა მიიღოს. ცვლილებას „ნაციონალური მოძრაობა“ აპროტესტებს. საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან  აცხადებენ, რომ არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე ხელფასების ზრდის დრო არ არის. ისინი საკრებულოს მოუწოდებენ საკითხს მხარი არ დაუჭირონ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მატებისთვის, ჯამში,  წლიურად 600 ათასი ლარი დაიხარჯება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი