ევროკომისიის პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსზე

28 ოქტომბერი 2022, 20:09 622 ნახვა

„კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ უკრაინას, მოლდოვას, ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, არის ახალი იმპულსი, ცვლილებების ქარი, რომელიც ევროპულ ოჯახს უფრო აახლოებს“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სარაევოში ვიზიტისას განაცხადა. ევროკომისიამ რამდენიმე დღის წინ კანდიდატის სტატუსი ბოსნია ჰერცეგოვინასაც მიანიჭა და სწორედ ამის აღსანიშნავად იყო ჩასული ფონ დერ ლაიენი ბალკანეთის ქვეყანაში. გარდა ამისა, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი