უკრაინა UEFA-დან და FIFA-დან რუსეთის გარიცხვას ითხოვს

26 ოქტომბერი 2022, 10:31 445 ნახვა

რუსეთის ნაკრებებსა და გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა აკრძალული აქვთ. ახლა კი უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ რუსეთის უეფადან და ფიფადან გარიცხვა მოითხოვა.

მიზეზი კი ისაა, რომ რუსეთი აპირებს ოკუპირებული ყირიმის კლუბები რუსეთის ჩემპიონატში ჩართოს და ამას უეფას და ფიფას გაფრთხილების მიუხედავად გეგმავს.

ფიფას ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით ყირიმი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე მათი ქვეყნის ნაწილია და უფლება აქვთ მათმა კლუბებმა ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღონ. მისი თქმით, რუსეთის კანონმდებლობა საერთაშორისოსთან  შედარებით უპირატესია და უნდა დაემორჩილონ, თუმცა ეს უეფასა და ფიფას წესდებასთან წინააღმდეგობაში მოდის.

იმისათვის, რომ რუსეთი უეფადან და ფიფადან გარიცხონ, საჭიროა გადაწყვეტილებას ამ ორგანიზაციის წევრთა ორმა მესამედმა დაუჭიროს მხარი.  

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი