პირველი ლედების საქველმოქმედო პროექტი

24 ოქტომბერი 2022, 10:48 543 ნახვა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე უკრაინისა და გერმანიის პირველმა ლედებმა უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქცია დაიწყეს.  უკეთესი  დროის   ისტორიები - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც ოლენა ზელენსკამ ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა.

უკრაინის პირველმა ლედიმ  მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერისთვის, თუმცა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ უკრაინელ ბავშვებს, სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთაც, ომის  გამო არ  აქვთ  ნორმალური ბავშვობა. 

უკეთესი დროის ისტორიები  მოიცავს ხუთ ინტერაქტიულ უკრაინულ-გერმანულ საბავშვო ისტორიას, რომლებიც  კომფორტის, სიყვარულისა და ოპტიმიზმის თემას ეძღვნება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ვიდეოკავშირით ჩაერთო  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და   დამსწრეებს  უკრაინაში  მიმდინარე ომის შესახებ  ცნობიერების ამაღლებისკენ  მოუწოდა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში