პირველი დოკუმენტური ფილმი ანსამბლ „იალქანზე“

23 ოქტომბერი 2022, 11:26 900 ნახვა

„მუსიკა ბათუმიდან“ - პროექტის ფარგლებში პირველი პრეზენტაცია შედგა. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ანსამბლ „იალქანზე“ პირველი დოკუმენტური  ფილმი აჩვენეს.

იდეის ავტორები აჭარის რადიოს დილის გადაცემის წამყვანები თეონა ზედანია და ილია შავიშვილი არიან. ვოკალურ ინსტრუმენტულ ანსამბლში სამი თაობა აღიზარდა. სწორედ მათ შესახებ მომზადდა ფილმი, სადაც არქივიდან მოძიებული მასალებით მუსიკა განაახლეს, ხოლო ანსამბლის წევრების ავტობიოგრაფიები ინტერვიუების სახით ჩაწერეს.

მონაწილეები ფილმის ნახვის შემდეგ ემოციებს ვერ მალავდნენ, ამბობდნენ, რომ მათთვის ეს ფილმი ყველაზე ძვირფასი წლების გახსენებაა, რადგან „იალქანის „ პერიოდი დიდ მიღწევებსა და  მნიშვნელოვან დროს უკავშირდება.

პროექტი აჭარის განათლების სამინისტროს მიერ,  “ახალი შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის” ფარგლებში დაფინანსდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში