აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს ორგანიზაცია “ბათომის” წევრებს შეხვდება. ბათუმის ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილის მოშლა, სხვადასხვა ადგილას არქიტექტურულად და ისტორიულად ღირებული შენობების მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მასობრივი ნგრევა, ავთენტური შენობების ჩანაცვლება საეჭვო ესთეტური ღირებულებებისა და მდარე არქიტექტურული ხარისხის შენობა-ნაგებობებით, ეს ის საკითხებია, რომელზეც შეხვედრაზე ისაუბრებენ. ღია წერილით ორგანიზაციამ მთავრობის თავმდჯომარეს რამდენიმე დღის წინ მიმართა. ანალოგიური შინაარსის წერილი “ბათომისგან” ერთი თვის წინ ქალაქის მერმაც მიიღო.